8 დეკემბერს ისრაელმა სამჯერ დაარტყა სირიის დედაქალაქ დამასკს, სადაც საჰაერო იერიში განხორციელდა მას მერე, რაც სირიის პრეზიდენტმა ბაშარ ასადმა თავისი ქვეყანა დატოვა, ანტისამთავრობო მეამბოხეების გაერთიანებული ძალების მიერ მთავარი ქალაქების და ბოლოს დამასკის დაკავების შემდეგ. Reuters-ის ცნობით, ისრაელმა თავდასხმა მოაწყო დამასკის კაფრ სუსას რაიონში მდებარე უშიშროების კომპლექსსა და კვლევით ცენტრზე, რომელშიც, ისრაელის თანახმად, ირანელი მეცნიერები რაკეტის განვითარებაზე მუშაობდნენ. სააგენტო Reuters-ს ამის შესახებ 8 დეკემბერს აცნობა რეგიონული უსაფრთხოების სამსახურების ორმა წყარომ. ამავე დღეს ისრაელის თავდაცვის მინისტრმა ისრაელ კაცმა განაცხადა, რომ ისრაელის არმიას დაევალა ბუფერული ზონის დაკავება გოლანის მაღლობების რეგიონში, რათა იქ განსახლებული ისრაელელების უსაფრთხოება დაიცვას. ისრაელის გადაწყვეტილებით, რეგიონში გამოცხადდა კომენდანტის საათი. სირიის ეს არეალი ისრაელმა 1967 წელს დაიკავა და შემდეგ, 1981 წელს, მისი ანექსია მოახდინა, რაც საერთაშორისოდ აღიარებული არ არის. ასევე ნახეთ პუტინი კარგავს სირიას? ...