სირიაში ბაშარ ასადის 24 წლიანი მმართველობის დასრულებას მეამბოხეთა რაზმების მიერ, რომლებსაც აშშ-ში ტერორისტულად მიჩნეული ჯგუფი მეთაურობს, გამოხმაურება მოჰყვა მსოფლიოს და მათ შორის, აშშ-ის პოლიტიკოსებისგან. აშშ-ის თეთრმა სახლმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ „პრეზიდენტი ბაიდენი და მისი გუნდი ყურადღებით ადევნებენ თვალყურს განსაკუთრებულ მოვლენებს სირიაში და მუდმივად კონტაქტი აქვთ რეგიონში პარტნიორებთან.“ აშშ-ის თავდაცვის მინისტრის მოადგილის თანაშემწემ ახლო აღმოსავლეთის საკითხებში, დენიელ შაპირომ განაცხადა, რომ აშშ სირიის აღმოსავლეთში დარჩება და მიიღებს ზომებს, რათა არ აღორძინდეს ექსტრემისტული „ისლამური სახელმწიფო.“ აშშ-ის პრეზიდენტად არჩეულმა, დონალ ტრამპმა განაცხადა, რომ ასადი გაიქცა თავისი ქვეყნიდან. “მისი დამცველი, რუსეთი ვლადიმირ პუტინს მეთაურობით აღარ არის მისი დაცვით დაინტერესებული” - დაწერა ტრამპმა X-ის პლატფორმაზე. აშშ-ის მომავალი პრეზიდენტი, რომელიც ერთხელ უკვე იყო ამ თანამდებობაზე, თვლის, რომ “რუსეთი და ირანი დასუსტებული არიან, ერთი - უკრაინის და ცუდი ეკონომიკის და მეორე კი ისრაელის და მისი სამხედრო წარმატებების გამო”. წინა დღით ტრამპმა თქვა, რომ აშშ არ უნდა ჩაერიოს სირიის კონფლიქტში. საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ “ბოლოსდაბოლოს ბარბაროსული სახელმწიფო დაეცა“. მან პატივი გამოხატა სირიელი ხალხის, მისი სიმამაცის და მოთმინების მიმ მიმართ. ბრიტანეთის პრემიერმინისტრის მოადგილემ, ანჯელა რეინერმა მოწოდება გამოთქვა, რომ სირიაში ვითარება „პოლიტიკურად მოგვარდეს“. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 8 დეკემბერს განაცხადა, რომ ასადმა მიიღო გადაწყვეტილება გადადგომის შესახებ შეიარაღებული კონფლიქტის რიგ მონაწილეებთან „მოლაპარაკების“ შემდეგ და პოსტი დატოვა გასცა რა მითითებები ხელისუფლების მშვიდობიანი გადაცემისთვის“. რუსეთი აცხადებს, რომ მონაწილეობა ქვეყნის დატოვების საკითხში მას არ მიუღია. სირიის მეზობელი ქვეყნის, ისრაელის პრემიერმინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ თქვა, რომ ისრაელი არ დაუშვებს თავისი საზღვრებთან გამაგრდნენ მტრული ძალები. ისრაელის თავდაცვის მინისტრმა, ისრაელ კაცმა განაცხადა, რომ პრემიერთან ერთად ისრაელის არმიას დაავალა დაიკავოს ბუფერული ზონა და საკონტროლო პუნქტები ისრაელების თემების დასაცავად გოლანის მაღლობებზე. სირიის ეს არეალი ისრაელმა 1967 წელს დაიკავა და შემდეგ 1981 წელს ანექსია გაუკეთა, რაც საერთაშორისოდ აღიარებული არ არის. ასევე მეზობლის, იორდანიის მეფე აბდულამ მოუწოდა სირიელებს თავიდან აიცილონ კონფლიქტები, რასაც შეიძლება ქაოსი მოჰყვეს. კატარის საგარეო საქმეთა სამინისტრო თვლის, რომ სირიაში კრიზისი უნდა მოგვარდეს გაეროს უშიშროების საბჭოს 2015წლის 2254-ე რეზოლუციის თანახმად. საუდის არაბეთიც მიმართავს რეგიონის მოთამაშეებს, ყველაფე...