პარიზში რესტავრაციის შემდეგ 7 დეკემბერს კვლავ გაიხსნა ღვთისმშობლის ტაძარი. ცერემონიაში მონაწილეობდნენ 50-მდე სახელმწიფოს მეთაურები, რომლებსაც მასპინძლობდა საფრანგეთის პრეზიდენტი, ემანუელ მაკრონი. სტუმრებს შორის იყვნენ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი, ასევე საქართველოს პრეზიდენტ,ი სალომე ზურაბიშვილი, აშშ-ის პრეზიდენტად არჩეული დონალდ ტრამპი და სხვები. აშშ-ს ცერემონიაზე წარმოადგენდა პირველი ლედი ჯილ ბაიდენი, რომელიც შვილთან - ეშლისთან ერთად დაესწრო ტაძრის გახსნას. ასევე ნახეთ „კარგმა და პროდუქტიულმა სამმხრივმა შეხვედრამ“ ზელენსკის, მაკრონსა და ტრამპს შორის პარიზში 35 წუთს გასტანა პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი 2019 წელს საგრძნობლად დაზიანდა ხანძრის შედეგად. მის აღდგენაში მონაწილეობა მიიღო 1300-ზე მეტმა მშენებელმა და ხელოსანმა მთელი მსოფლიოდან. 2019 წლის 15 აპრილს ცეცხლი გაუჩნდა ხარაჩოებს ტაძრის სახურავზე. ხანძრის ზუსტი მიზეზის დადგენა ვერ მოხერხდა, თუმცა მისი განზრახ გაჩენის შესაძლებლობა გამოძიებამ გამორიცხა. ტაძრის სახურავი მთლიანად დაიწვა, ჩამოიქცა შპილი. პარიზში რესტავრაციის შემდეგ კვლავ გაიხსნა ღვთისმშობლის ტაძარი. 7 დეკემბერი, 2024 პარიზის მთავარეპისკოპოსმა, ლორან იულრიშმა ტაძრის კარზე თავისი კვერთხის სამჯერ მირტყმით სიმბოლურად კვლავ გახსნა ტაძარი. ტაძრის საკურთხევლის კვლავ კურთხევა 8 დეკემბერს მოხდება, როცა კათოლიკური ეკლესია იესოს შობის მოლოდინის პერიოდში მეორე ადვენტს აღნიშნავს. ასევე ნახეთ ნოტრ-დამის მცირე ისტორია პრეზიდენტმა მაკრონმა ცერემონიაზე მადლობა უთხრა ყველას, ვინც მონაწილეობა მიიღო ტაძრის აღდგენაში. ტაძრის აღდგენისთვის შემოწირულებებმა მთელი მსოფლიოდან - 840 მილიონზე მეტი ევრო შეადგინა. ეს თანხა უფრო მეტიც კი აღმოჩნდა იმაზე, რაც დაჯდა რესტავრაცია - 700 მილიონი ევრო. პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი - Notre Dame de Paris - საფრანგეთის დედაქალაქის მთავარი ტაძარი და ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი სიმბოლოა პარიზისა და მთლიანად საფრანგეთისა. გოტიკური არქიტექტურის შედევრი აშენდა XII საუკუნეში და მას შემდეგ არაერთხელ ჩაუტარდა რესტავრაცია და გადაკეთდა. Embed share ნოტრ-დამი ხანძრის მეორე დღეს Embed share The code has been copied to your clipboard. width px height px Facebook-ზე გაზიარება Twitter-ზე გაზიარება The URL has been copied to your clipboard No media source currently available 0:00 0:05:07 0:00 გადმოწერა 270p | 14,6MB 360p | 23,9MB 720p | 51,0MB 1080p | 116,3MB ...