16-17 დეკემბერს დაგეგმილია ევროკავშირის საგარეო საქმეთა და ზოგად საქმეთა საბჭოების სხდომები. რადიო თავისუფლებამ წინსწრებით მოიპოვა დოკუმენტი - ზოგად საქმეთა საბჭოს დასკვნების სამუშაო ვერსია, რომელშიც მხოლოდ მცირედი შესწორებები შეიძლება შეიტანონ. ამ დოკუმენტში ევროკავშირის საბჭო მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, სასწრაფოდ შეასრულოს სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციისათვის აუცილებელი კრიტერიუმები - მათ შორის, წესრიგში მოიყვანოს ფუნდამენტური უფლებების დაცვის საკითხი. რადიო თავისუფლებამ ასევე მოიპოვა ევროკომისიის რიგით მე-7 ანგარიში „უვიზო მიმოსვლის შეჩერების მექანიზმის“ შესახებ. ასევე ნახეთ პროევროპული საპროტესტო აქციები თბილისში - ლაივბლოგი რა წერია შეჩერების მექანიზმის ანგარიშში? ანგარიშში საქართველოს ქვეთავი ექვსი ნაწილისაგან და, ბოლოს, რეკომენდაციებისაგან შედგება. პირველსავე ნაწილში ხაზგასმულია აცდენა ევროკავშირის სავიზო პოლიტიკასთან და მითითებულია, რომ საქართველოს ახლა უვიზო რეჟიმი აქვს ისეთ 25 ქვეყანასთან, რომლებსაც ევროკავშირი ვიზების ქონას ავალდებულებს. 2024 წელს საქართველოს, ანგარიშის თანახმად, „არ მიუღწევია პროგრესისათვის სავიზო პოლიტიკის შესაბამისობის ზრდის მიმართულებით; პირიქით, 2024 წლის აპრილში ჩინეთთან უვიზო მიმოსვლის შესახებ შეთანხმების ხელმოწერით გაიზარდა განსხვავება ევროკავშირის სავიზო პოლიტიკასთან“, - წერია ანგარიშში. ასევე ნახეთ ჩინეთში უვიზოდ - ვინ ისარგებლებს ახალი შესაძლებლობით? ავტორების განმარტებით, „საქართველო ამტკიცებს, რომ იმის გამო, რომ მას არ აქვს პირდაპირი სახმელეთო საზღვარი ევროკავშირთან, სავიზო პოლიტიკის აცდენა არ წარმოადგენს რისკს ევროკავშირისთვის არალეგალური მიგრაციის ან უსაფრთხოების თვალსაზრისით“. თუმცა, კომისია, თავის მხრივ, მიუთითებს, რომ „სავიზო პოლიტიკის შესაბამისობა არის ერთ-ერთი მთავარი კრიტერიუმი ევროკავშირის მეზობელი ყველა ქვეყნისთვის და ევროკავშირის წევრობის მიზნებისთვის. შესაბამისად, კომისია ელის საქართველოდან პროგრესს სავიზო პოლიტიკის გათანაბრებაში“. სტატისტიკა და სხვა დეტალები ანგარიშში ხაზგასმულია, რომ 2023 წელს იმ ადამიანების რიცხვი, რომლებიც არარეგულარულად იმყოფებოდნენ ევროკავშირის ქვეყნებში, 12%-ით გაიზარდა, - 22 005 ადამიანიდან 24 595 ადამიანამდე. 8%-იანი შემცირების მიუხედავად, 2023 წელს კვლავ მაღალი იყო თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობა. კერძოდ, თუ 2022 წელს საქართველოს 26 555-მა მოქალაქემ ითხოვა თავშესაფარი ევროკავშირის ქვეყნებში, 2023 წელს მათი რაოდენობა 24 375-მდე შემცირდა. „საზღვრის ინტეგრირებული მართვისა და მიგრაციის მენეჯმენტის“ ქვეთავში შენიშვნები თითქმის არ არის და ევროკავშირის ინსტიტუტებთან თანამშრომლობის გაგრძელებაა ხაზგასმული. ყველაზე მეტი კრიტიკა ჩანს იმ ქვეთავ...