საქმე ეხება 4 დეკემბერს, გამთენიისას, დაკავებულ და ნაცემ ბიჭს. ორგანიზაცია აცხადებს, რომ დაჟინებით ითხოვდნენ მის სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანას, ბოლოს კი იგი სასამართლოს შენობიდან გადაიყვანა სასწრაფო დახმარების მანქანამ თბილისის ცენტრალური საავადმყოფოში. ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, მისი სასამართლო პროცესი 12 დეკემბრამდე გადაიდო. "უფლებები საქართველოს" ცნობითვე, პროცესის მიმდინარეობისას ახალგაზრდის ჯანმრთელობის გაუარესების მიუხედავად, თავდაპირველად მოსამართლე ლელა ცაგარეიშვილმა სხდომა არ გადადო. "მოსამართლემ გამოაცხადა შესვენება, ხოლო „უფლებები საქართველოს” ადვოკატს გარკვეული დროის გასვლის შემდეგ უთხრა, რომ სასწრაფო დახმარება უკვე გამოძახებული იყო. თუმცა, 112-ის ოპერატორთან დარეკვისას ადვოკატმა დაადგინა, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოში სასწრაფო დახმარება არ იყო გამოძახებული. ადვოკატს თავად მოუწია სასწრაფო დახმარების გამოძახება. მიუხედავად ადვოკატის მიერ დაკავებულის მდგომარეობის აღწერისა, სასწრაფო დახმარება თავდაპირველად კვადროციკლით გამოცხადდა, შეაფასა ახალგაზრდის მდგომარეობა და განაცხადა, რომ კლინიკაში იყო გადასაყვანი. ასევე, შესთავაზა ადვოკატსა და ოჯახს, დაკავებული კლინიკაში თვითდინებით მიეყვანათ. ამგვარ შემთხვევაში, ყველა სამედიცინო შემოწმებისა და შემდგომი მკურნალობის ხარჯი ახალგაზრდას დაეკისრებოდა (მსგავსი რამდენიმე შემთხვევა უკვე დაფიქსირდა). მხოლოდ ადვოკატის დაჟინებული მოთხოვნის შემდეგ გამოცხადდა ადგილზე სასწრაფო დახმარების ბრიგადა, რომელმაც ნაცემი ახალგაზრდა თბილისის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანა", - წერია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. ასევე ნახეთ „ვერ ვხვდები, როგორ გადავრჩით“ - როცა პოლიცია გაზის კაფსულებს გესვრის და ჭყლეტაში ხვდები „უფლებები საქართველო“ აღნიშნავს, რომ ბიჭს ჰქონდა ძლიერი თავის ტკივილი, გულისრევის შეგრძნება, ტკივილები მთელ სხეულში და უჭირდა გადაადგილება, თუმცა იზოლატორმა უარი განაცხადა კლინიკაში მის გადაყვანაზე: "დროებითი იზოლატორის ექიმების მიერ გამოჩენილი გულგრილი დამოკიდებულებისა და კლინიკაში გადაყვანაზე უარის თქმის შემდეგ, „უფლებები საქართველოს“ მოთხოვნით, 20 წლის ახალგაზრდასთან იმყოფებოდა სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გამომძიებელი და სახალხო დამცველის აპარატის წარმომადგენელი. ორივე უწყების წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ნაცემი ახალგაზრდის სამედიცინო კლინიკაში გადაყვანა დროებითი მოთავსების იზოლატორის ექიმის კომპეტენციას განეკუთვნება". ორგანიზაციის ინფორმაციით, 20 წლის ბიჭი 4 დეკემბერს, გამთენიისას, მეტროსადგურ "ტექნიკური უნივერსიტეტის" მიმდებარე ტერიტორიაზე დააკავეს. ბიჭის მონათხრობზე დაყრდნობით, "უფლებები საქართველო" მისი დ...