ტელეკომპანია „მთავარი არხი“ აქვეყნებს ასკაციან სიას, რომელიც, მათი მტკიცებით, აერთიანებს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომლებს, კონკრეტულად კი იმ ადამიანებს, რომლებიც ნოემბერ-დეკემბერში რუსთაველის გამზირზე მიმდინარე პროევროპული აქციების დაშლასა და დემონსტრანტების, მათ შორის ჟურნალისტების ცემასა და დაკავებაში მონაწილეობენ. „მთავარი არხი“ აცხადებს, რომ ეს სია მათ შინაგან საქმეთა სამინისტროდან ფარულად მიაწოდეს. მას შემდეგ, რაც 5 დეკემბრის ღამეს ტელეკომპანია „მთავარმა“ სია გამოაქვეყნა, სოციალური ქსელი ფოტოებმა მოიცვა. მომხმარებლების მტკიცებით, ამ ფოტოებზე სწორედ ის სპეცრაზმელები არიან აღბეჭდილნი, რომლებიც ფიზიკურად უსწორდებიან დემონსტრანტებს. ასევე ნახეთ „რამდენჯერაც თავი ავწიე, იმდენი მუშტი მომხვდა“ - როგორ მოხვდა დაკავებული თორნიკე ბერაძე კლინიკაში წუხელვე სოციალური ქსელებიდან ერთმანეთის მიყოლებით გაქრა იმ პირების პირადი გვერდები, რომლებიც „მთავარი არხის“ მიერ გავრცელებულ სიაში არიან. ერთ-ერთი პირი, შოთა ფორჩხიძე, რომლის ფეისბუკის პროფილიც სოციალურ ქსელში გაზიარდა, როგორც აქციების დარბევაში მონაწილე სპეცრაზმელის პირადი გვერდი, ფეისბუქზე წერს: "ამ ორი დღის განმავლობაში ვინც მსტალკავთ და კომენტარებს მიწერთ იმათ მოგმართავთ ჯერ გაერკვიეთ ხალხო სადვმუშაობ და მერე აფრქვიეთ აგრესია თავდაცვის ძალების ჯარისკაცს აქციაზე რაუნდა?" [სტილი დაცულია]. три ტელეკომპანია "ტვ პირველის" ჟურნალისტი ვიკა ბუკია სოციალურ ქსელში წერს: "ხალხნო, ჩემს ინბოქსში რაც ხდება ნეტა იცოდეთ, სიაში ვინცაა, ის ზღვაში წვეთია. ამოხეთქა ხალხმა". три 5 დეკემბერს, დილით, სოციალურ ქსელში ვიდეომიმართვა გაავრცელა ტელეწამყვანმა გიორგი ნაზღაიძემ. როგორც ის ამბობს, „მთავარი არხის“ მიერ გამოქვეყნებულ სიაში მან საკუთარი ძმა, ლევან ნაზღაიძე, ამოიცნო: „ჩემდა სამწუხაროდ, ამ სიაში ამოვიკითხე ჩემი ძმის სახელი და გვარი. მასთან მე და ჩემს ოჯახს გარკვეული მიზეზების გამო არ გვაქვს კომუნიკაცია, თუმცა, პოლიციაში რომ მუშაობდა, ვიცოდი. მწყდება გული და კიდევ ერთხელ, ჩემი ძმის მაგივრად მე გიხდით ბოდიშს, რომ დგას იმ მხარეს, სადაც არის დიქტატორი, დარბევა და სადაც ახალგაზრდებს უმახინჯებენ ცხოვრებას. მნიშვნელობა არ აქვს, იმ მხარეს ჩემი ძმა დგას თუ ჩემი ოჯახის სხვა ნებისმიერი წევრი, ყველა სათანადოდ უნდა დაისაჯოს და უნდა გამოქვეყნდეს მათი სურათები, მათი ინფორმაცია. მე დღემდე არ მეგონა, რომ ჩემი ძმა იქნებოდა იმ დამრბევთა სიაში, რომელშიც მე ვიხილე. ჩვენ აუცილებლად გავიმარჯვებთ, რადგან ციხე გატყდა შინიდან. ყველას მოგიწოდებთ, გამოდით, ვინც ამოიკითხეთ თქვენი ოჯახის წევრები, რაც არ უნდა მძიმე იყოს, გამოდით და თქვით, რომ მას იცნობთ, ის თქვენი ოჯახის წევრია”, - ამბ...