შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები მეტროს-სადგურ „თავისუფლების მოედანთან“ და „რუსთაველთან“ იმ მოქალაქეებს ჩხრეკენ, რომლებიც, პოლიციის ვარაუდით, რუსთაველის გამზირზე, საპროტესტო აქციაზე მიდიან. პოლიცია განმარტავს, რომ ეს არა ჩხრეკა, არამედ „ზედაპირული დათვალიერებაა“ და მათ ამის უფლებას აძლევს „პოლიციის შესახებ კანონის“-ის 22-ე მუხლი: „ჩვენი მოვალეობაა და შეგვიძლია ზედაპირული დათვალიერება. კანონსაწინაღმდეგო ნივთი რომ არ ჰქონდეს. ნებისმიერ პოლიციელს აქვს უფლება გადაამოწმოს მოქალაქე. ეს ხდება წლების განმავლობაში“, - უთხრა ტელეკომპანია „ტვ პირველის“ ჟურნალისტს პოლიციის ერთ-ერთმა თანამშრომელმა, რომელიც მეტროს-სადგურ „თავისუფლების მოედანზე“ ამოსულ მგზავრებს ამოწმებდა. ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რა არის შემოწმების მიზეზი, ის პასუხობს: „არსებობს ძალიან ბევრი ინფორმაცია, მათ შორის ოპერატიული და არ გვაქვს ამ ინფორმაციაზე ლაპარაკის უფლება“. მეტროს-სადგურ „თავისუფლების მოედნის“ მიმდებარე ტერიტორიაზე „ზედაპირული დათვალიერებისას“ პოლიციის თანამშრომლებმა ორი მოქალაქე დააკავეს. три ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია რუსთაველის გამზირზე მიმდინარე „ზედაპირული დათვალიერების“ პროცესს სპეციალური განცხადების ეხმაურება და წერს, რომ ეს პროცესი მოქალაქეების დაშინებას და მშვიდობიანი პროტესტის მონაწილეების დევნას ემსახურება. „პოლიციის შესახებ კანონის მიხედვით, პოლიციელი უფლებამოსილია პრევენციული ღონისძიების განხორციელების ფარგლებში ზედაპირული შემოწმების მიზნით შეაჩეროს პირი, მხოლოდ კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ზედაპირული შემოწმება გულისხმობს მისი ტანსაცმლის მხოლოდ გარე ზედაპირზე ხელით, სპეციალური ხელსაწყოთი ან საშუალებით შეხებას. პოლიციელს არ აქვს უფლება ზედაპირული შემოწმების პირობებში პირს მოსთხოვოს ჩანთის გახსნა ან ჩამოართვას ნივთი: „აღსანიშნავია, რომ აირწინაღი, ნიღაბი, პირბადე არ წარმოადგენს ისეთ ნივთებს, რომელთა გადატანა შეზღუდულია ან რომელიც საფრთხეს უქმნის მის ან სხვის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც უცნობია რა ქიმიურ ნივთიერებებს იყენებს შსს აქციის დასაშლელად, დემონსტრანტებისთვის გაზისაგან და სხვა ქიმიური ნივთიერებებისგან დამცავი ნიღბების ჩამორთმევა არის კიდევ ერთი აშკარა დარღვევა. აშკარაა, რომ პოლიციის მიერ განხორციელებული ღონისძიებები ემსახურება მოქალაქეების დაშინებას და მშვიდობიანი პროტესტის მონაწილეების დევნას“, - წერია განცხადებაში. 4 დეკემბერს თბილისში, ოპოზიციური პარტიების ოფისებისა, აქტივისტების სახლებში ჩხრეკა ჩატარდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის, თეიმურაზ კუპატაძის განცხადებით, ოფისებსა და სახლებში საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, მო...