„ქართული ოცნების“ ახალი მთავრობის საგარეო საქმეთა მინისტრი, მაკა ბოჭორიშვილი დანიშვნიდან დღემდე მხოლოდ ერთ კოლეგას შეხვდა და ორს ესაუბრა ტელეფონით. საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესცენტრის ცნობით, მაკა ბოჭორიშვილი 4 დეკემბერს მალტაში, ეუთოს მინისტრთა საბჭოს 31-ე მინისტერიალის ფარგლებში შეხვდა სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრ არარატ მირზოიანს. три „მხარეებმა განიხილეს საქართველო-სომხეთის სტრატეგიული პარტნიორობის ძირითადი მიმართულებები და ხაზი გაუსვეს სხვადასხვა სექტორში თანამშრომლობის გაძლიერების შესაძლებლობებს“, - იუწყება სამინისტრო. три ორი დღით ადრე, ორ დეკემბერს მინისტრი ბოჭორიშვილი ტელეფონით ესაუბრა თურქ და აზერბაიჯანელ კოლეგებს, ჰაქან ფიდანსა და ჯეიჰუნ ბაირამოვს. ფიდანმა და ბაირამოვმა მოჭორიშვილს პოსტზე დანიშვნა მიულოცეს და „შორის მჭიდრო ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავების“ იმედი გამოთქვეს. три три საქართველოს მთავრობის ახალი შემადგენლობა 28 ნოემბერს დაამტკიცა პარლამენტმა, რომლის ლეგიტიმურობასაც პრეზიდენტი და ოპოზიციური პარტიები არ ცნობენ. მაკა ბოჭორიშვილი, - რომელმაც ილია დარჩიაშვილი შეცვალა, - უფლებამოსილების შესრულებას ოფიციალურად 1 დეკემბერს შეუდგა. მხოლოდ ამ პერიოდში 28 ნოემბრიდან 4 დეკემბრამდე, - საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ესაუბრა შემდეგ ლიდერებს: ფინეთის პრეზიდენტი ალექსანდერ სტუბი ლატვიის პრეზიდენტი ედგარს რინკევიჩსი მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ პოლონეთის პრეზიდენტი ანჯეი დუდა ესტონეთის პრეზიდენტი ალარ კარისი ასევე, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი ანტონიუ კოშტა, უმაღლესი წარმომადგენელი კაია კალასი და ევროკომისარი გაფართოების საკითხებში, მარტა კოსი. საქართველოს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებიდან ხუთი კვირაზე მეტია გასული და აღნიშნული სამი ქვეყნისა და კიდევ მცირე ჯგუფის გარდა, „ქართული ოცნებისთვის“ არჩევნებში გამარჯვება არ მიულოცავთ ძველ პარტნიორებსა და მოკავშირეებს. „ქართულ ოცნებას“ გამარჯვება მიულოცეს: უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა ვიქტორ ორბანმა სომხეთის პრემიერმა ნიკოლ ფაშინიანმა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოანმა ირანის პრეზიდენტმა მასუდ ფეზეშქიანმა; ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერმა ლინ ძიანმა; „ქართული ოცნების“ „ვარსკვლავურ გამარჯვებაზე“ ისაუბრა ვენესუელის პრეზიდენტმა ნიკოლას მადურომ, - რომელიც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას არ აღიარებს. „ქართული ოცნების“ გამარჯვებას მიესალმნენ ასევე რუსეთის ფედერაციის მაღალი თანამდებობის პირები. ევროპარლამენტმა 28 ნოემბერს მხარი დაუჭირა რეზოლუციას, რომელიც 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებს გაყალბებულს უწოდებს, არ აღიარებს მის შედეგებს და მოითხოვს „ქართული ოცნების“ ლიდერების სანქცირებას. სწორედ ამი...