სპეცრაზმი ხუთიოდე წუთით ადრე დაიძრა თავისუფლების მოედნიდან. პარალელურად, 9 აპრილის ქუჩაზე მდგარი პოლიციელებიც დაიძრნენ რუსთაველის გამზირისკენ და დაიწყეს ძალის გამოყენებით დემონსტრანტების დაკავება. არაერთი ადამიანი დააკავეს. პოლიციელები ამოვიდნენ ქვედა ქუჩიდანაც. „არ დავიშლებით“, - ყვირიან დემონსტრანტები. რუსთაველის გამზირზე კვლავ ათასობით ადამიანია შეკრებილი. პარლამენტის წინა ტერიტორია 21:50 საათისთვის უკვე დაიკავეს სპეცრაზმელებმა; ისინი განლაგებულები არიან ქაშვეთის ეკლესიის ჩასასვლელთანაც. მათ ქაშვეთის ეკლესიის ეზოში მოაქციეს დემონსტრანტთა გარკვეული ჯგუფი. პოლიციის კორდონი 21:55 საათისთვის ჩადგა ცისფერი გალერეის წინ. შსს კვლავ მოუწოდებს დემონსტრანტებს, დაიშალონ, წინააღმდეგ შემთხვევაში „სპეციალური საშუალებების“ გამოყენებით ემუქრება. დემონსტრანტების ნაწილი აგრძელებს პიროტექნიკის გამოყენებას. პოლიციამ ცრემლსადენი გაზი გაუშვა 22:10 საათისათვის. три მცირე ხნით ადრე შინაგან საქმეთა სამინისტრომ კვლავ გააფრთხილა საპროტესტო აქციის მონაწილეები, რომ „კანონით მინიჭებულ შესაბამის ღონისძიებებს“ გაატარებდა, თუკი ისინი არ შეწყვეტენ კანონსაწინააღმდეგო მოქმედებებს. ...