პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ მზადაა, გამართოს დებატები ყოფილ საგარეო საქმეთა მინისტრ მიხეილ (პაპუნა) ჯანელიძესთან და ყოფილ თავდაცვის მინისტრ თინა ხიდაშელთან. „თუ მათ აქვთ სურვილი, მე ვარ აბსოლუტურად მზად“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტების კითხვაზე პასუხად 2 დეკემბერს, თუმცა დასძინა, რომ მათს გულწრფელობაში ეჭვი ეპარება. „ნებისმიერი ჩვენგანი არის მზად, რომ კონკრეტულად ამ ადამიანებთან დაჯდეს საჯარო დისკუსიაში. აქედან გამომდინარე, თუ ეს სურვილი არსებობს, გიდასტურებთ ჩვენს მზაობას, მიუხედავად იმისა, რომ ამ ადამიანების კონკრეტულად გულწრფელობაში მეპარება ეჭვი, მზად ვართ კონკრეტულად ამ ადამიანებთან დავსხდეთ საჯარო დისკუსიის ფორმატში“, - თქვა კობახიძემ. მანამდე რამდენიმე საათით ადრე, პრემიერმა კობახიძემ განაცხადა, რომ ევროკავშირთან დაკავშირებით მიღებული გადაწყვეტილებით გამოწვეული პროტესტი აჩვენებს ქვეყანაში „წაკითხულის გააზრების სერიოზული პრობლემის” არსებობას; მან „ნებისმიერი ფორმით და ფორმატით“ დისკუსია შესთავაზა მათ, ვინც პროტესტს „გულწრფელად" გამოხატავს და „თუ გაირკვევა, რომ არიან მართლები, არაფერი უდგას წინ რაიმე გადაწყვეტილების მიღებას“. დებატებში გამოწვევა საჯაროდ მიიღეს „ქართული ოცნების“ მთავრობის ყოფილმა მინისტრებმა, მიხეილ ჯანელიძემ და თინათინ ხიდაშელმა. მიხეილ (პაპუნა) ჯანელიძემ, რომელიც საგარეო საქმეთა მინისტრი იყო 2015-2018 წლებში, ირაკლი კობახიძეს ფეისბუკით მიმართა: „მე მზად ვარ დავჯდე თქვენთან ერთად საქართველოს საზოგადოებრივ მაუწყებელზე და გავმართო საჯარო დისკუსია. მგონი, კარგად მიცნობთ და ეჭვი არ უნდა შეგეპაროთ ჩემს გულწრფელობაში. თუ რაიმე შედეგს მიაღწია ქართულმა ოცნებამ ევროინტეგრაციის გზაზე, მოკრძალებული წვლილი მეც მიმიძღვის. ამასთან, არც რომელიმე პოლიტიკურ პარტიას წარმოვადგენ და არც ძალაუფლებისთვის ვიბრძვი“. თინა ხიდაშელმა, რომელიც თავდაცვის მინისტრი იყო 2015-16 წლებში, განაცხადა: „მე, თინათინ ხიდაშელი, საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრი, რომელმაც მთელი ჩემი პროფესიული კარიერა საქართველოს ევრო-ატლანტიკური მომავლისთვის ბრძოლაში გავლიე, ადამიანი რომელიც ბრიუსელსა და ვაშინგტონს შორის გზაზე ვარ აგერ უკვე 25 წელზე მეტია ქვეყნისთვის მეტი სარგებელის, მეტი სტრატეგიული პარტნიორობის, მეტი პროგრამების მოსაზიდად. მე, ადამიანი რომელმაც პირველად საქართველოს ისტორიაში ვიბრძოლე და მოვიპოვე ამერიკელებისგან საქართველოს შეიარღებული ძალებისთვის საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ამოცანებზე მორგებული ხელშეკრულება (ნაცვლად სამშვიდობო მიესიებისთვის წვრთნების ხელშეკრულებისა) მზად ვარ ნებისმიერი საჯარო დებატებისთვის, კაცთან რომელის თავისთავს საქართველოს პრემიერს ეძახის და ამ პოსტზე დანიშვნის დღიდან მოახერხა ქვეყნის ევროპული პერსპექტივის ...