საპროტესტო აქციის მონაწილეების ალყაში მოქცევის პრაქტიკამ ფართომასშტაბიანი სახე მიიღო. ამის შესახებ დღეს, 2 დეკემბერს, დილით განაცხადა უფლებადამცველმა არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ”(საია) მას შემდეგ, რაც სპეცრაზმელებმა რუსთაველის გამზირზე დემონსტრანტების წინააღმდეგ სპეცსაშუალებების გამოყენების გარდა, მათ ტერიტორიიდან გასასვლელი გზა გადაუკეტეს. საიას ინფორმაციით, 1-2 დეკემბერს, მთელი ღამის განმავლობაში სპეცრაზმი „ათზე მეტ დროით ეპიზოდში კვლავ განაგრძობდა სპეციალური საშუალებების გამოყენებას მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ, მათ შორის წყლის ჭავლისა და ცრემლსადენი გაზის”. საიას თანახმად: ცრემლსადენი გაზი მიზანმიმართულად გამოიყენეს ასევე დახურულ სივრცეში მყოფების წინააღმდეგ ბესიკის ქუჩაზე. ადგილზე მყოფთა ინფორმაციით, წყლის ჭავლში კვლავ გარეული იყო ქიმიური გამაღიზიანებელი, რაც იწვევდა სხეულის წვას. კვლავ ადგილი აქვს ჟურნალისტების საქმიანობაში მიზანმიმართული ხელშეშლის შემთხვევებს, მათ შორის მედიის წარმომადგენლების მიმართ წყლის ჭავლის გამოყენებასა და კამერების განზრახ დამტვრევას, ასევე ფიზიკურ ძალადობასა და დაკავებას (დაკავებულია ონლაინმედია მაუწყებლის ჟურნალისტი გიორგი ჩაგელიშვილი). ყველაზე შემაშფოთებელია აქციის მონაწილეების ალყაში მოქცევის პრაქტიკა, რასაც დღეს ფართომასშტაბიანი სახე აქვს. აქციის დარბევის დროსაც კი, სპეცრაზმი ვალდებულია, მისცეს მოქალაქეებს ტერიტორიის თავისუფლად დატოვების შესაძლებლობა. ამის ნაცვლად, გამთენიისას პოლიცია აქციის მონაწილეებს ალყაში აქცევს და მშვიდობიან დემონსტრანტებს დევნის. აქციაზე დააკავეს ასევე IDFI-ის კანონის უზენაესობისა და მედიის თავისუფლების მიმართულების ხელმძღვანელი გიორგი დავითური. „გასული დღეების დროს სპეცრაზმის მიერ ჩადენილი სისასტიკისა და დღეს უკვე ალყაში მოქცევის ადამიანის უფლებებთან კატეგორიულად შეუსაბამო პრაქტიკის გათვალისწინებით, განვმარტავთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო ნაცვლად მართლწესრიგის დაცვისა, ჩადის დანაშაულს”, - აცხადებს „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია”. ასევე ნახეთ დემონსტრანტებს პოლიცია დაედევნა - მათ რესპუბლიკის მოედანი და კოსტავას ქუჩა გადაკეტილი დახვდათ გასული ღამის განმავლობაში შსს-ს სპეცრაზმელებმა რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქციის მონაწილეთა დასაშლელად არაერთხელ გამოიყენეს წყლის ჭავლი და ცრემლმდენი გაზი. პოლიცია ისევ ფიზიკურად გაუსწორდა არაერთ დემონსტრანტს. ასევე ნახეთ პოლიცია მეტროსადგურ "რუსთაველში" ფიზიკურად გაუსწორდა დემონსტრანტებს შსს-მ კვლავ განაცხადა, რომ „აქცია არაერთხელ გასცდა შეკრებისა და მანიფესტაციის კანონით დადგენილ ნორმებს" და „აგრესიული ჯგუფების" მხრიდან ისევ იყო პოლიციელებზე თავდასხმები და მა...