საქართველოს სახალხო დამცველმა ლევან იოსელიანმა გამოაქვეყნა სპეციალური განცხადება, რომელიც ეხება თბილისში 28-29 ნოემბრის საპროტესტო აქციის ძალით დაშლას. ომბუდსმენი შსს-ს წარმომადგენელთა ცალკეულ ქმედებას დანაშაულებრივს უწოდებს: "შემაშფოთებელია მასმედიით გავრცელებულ ვიდეოკადრებში ასახული, მშვიდობიანი მომიტინგეების მიმართ არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის და მიზანმიმართული დევნის დანაშაულებრივი ქმედებები. ვიდეოკადრებში და გავრცელებულ ინფორმაციაში ცალსახად ვლინდება მშვიდობიანი აქციის დაშლის დროს, მომიტინგეების, მათ შორის პოლიტიკოსების, ასევე ჟურნალისტებისა და დაკავებულების მიმართ სპეციალური საშუალებების უსაფუძვლო გამოყენების არაერთი ეპიზოდი, სავარაუდო უსაფუძვლო დაკავების შემთხვევები, ძალადობის პირდაპირი განზრახვა და მიზანმიმართული დევნა. გარდა აქციის ძირითადი ლოკაციისა, გავრცელებულ ვიდეოკადრებში აშკარად ჩანს, რომ პოლიცია ახორციელებს აქციის მონაწილეების დევნას შეკრების ადგილიდან დაშორებით, რაც მიანიშნებს სავარაუდო შურისძიებისა და დაშინების მიზანზე." სახალხო დამცველი ყურადღებას ამახვილებს ჟურნალისტების მიმართ ძალადობისა და სისასტიკის ხარისხსა და მათი ტექნიკის სავარაუდო მიზანმიმართულ დაზიანებაზე, რაც ჟურნალისტების მიმართ არასათანადო მოპყრობის შემცველი ქმედებებია და მათ ხელს უშლის პროფესიულ საქმიანობაში. ასევე ნახეთ ჟურნალისტების სია: ვინ და როგორ დაშავდა აქციის დარბევისას სახალხო დამცველის განცხადებით, „სპეციალური დანიშნულების რაზმის მხრიდან გამოხატული დანაშაულებრივი ქმედებები სავარაუდოდ წახალისებულია იმით, რომ ისინი სარგებლობენ ფაქტობრივი დაუსჯელობის გარანტიებით. აღნიშნული კი განპირობებულია რაზმის წევრების საიდენტიფიკაციო ნიშნებისა და სამხრე კამერებით აღჭურვის ვალდებულების არარსებობით, წინა აქციების დროს მოძალადე პირების დაუსჯელობითა და სხვა”. ომბუდსმენი ხაზს უსვამს, რომ საიდენტიფიკაციო ნიშნების აუცილებლობაზე სახალხო დამცველი წლებია საუბრობს და ნების არსებობის შემთხვევაში, ამის უზრუნველყოფა არ უნდა საჭიროებდეს შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან განსაკუთრებულ ძალისხმევას. ამ საკითხზე მიუთითა ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებაშიც. три ომბუდსმენის ინფორმაციით, ღამის განმავლობაში სახალხო დამცველის რწმუნებულებმა მოინახულეს 11 პირი, რომელთაგან 9 იყო დაკავებული. კლინიკაში გადაყვანილ ორ პირთან გასაუბრება ვერ მოხერხდა, მრავლობითი დაზიანებების გამო. გამოვლინდა 9 სავარაუდო არასათანადო მოპყრობის შემთხვევა, საიდანაც 3 ეხება ჟურნალისტებს. სახალხო დამცველის განცხადებით, ვიზუალური დაზიანებები აღენიშნებოდა 6 პირს. მაგალითად, ერთ-ერთ ჟურნალისტს თავი ჰქონდა გატეხილი, მეორე ჟურნალი...