„მე ვდგავარ ქართულ მედიის გვერდით, რომელთა მიმართაც არაპროპორციულ ძალას იყენებენ და თავს ესხმიან თავიანთი საქმიანობის შესრულებისას - უწყვეტ რეჟიმში გაშუქებისას“, - დაწერა პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა პლატფორმა X-ზე. три 29 ნოემბერს, ნაშუაღამევს, - როდესაც ჰაერის ტემპერატურა 5°C იყო, - პოლიციამ საპროტესტო დემონსტრაცია დაშალა. რამდენიმე საათის შემდეგ რუსთაველის გამზირზე კვლავ იმყოფებიან დემონსტრანტები. აქციის დაშლისას დაშავდა არაერთი ჟურნალისტი. მათ შორის, პროფესიული მოვალეობის შესრულებისას დააკავეს ონლაინ-გამოცემა „პუბლიკის“ ჟურნალისტი და ფოტორეპორტიორი, ალექსანდრე ქეშელაშვილი - იგი ნაცემია და კლინიკაში გადაჰყავთ. ასევე ნახეთ აქციაზე პოლიციელებმა ჩვენი ჟურნალისტი დააკავეს და სცემეს - „პუბლიკა“ არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ ეხმაურება თბილისში, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციის სპეციალური საშუალებებით დაშლას და წერს, რომ პროტესტის დარბევა კვლავ „ჩვეული უკანონო და არაპროპორციული ძალის“ გამოყენებით მიმდინარეობს. „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ აცხადებს, რომ მზარდია საპოლიციო ძალების წარმომადგენლების მიერ ჟურნალისტების, მათ შორის, საერთაშორისო მედიის, მიმართ სპეციალური საშუალებების გამოყენების ფაქტები და მათ აყენებენ სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას. „ჟურნალისტების მიზანმიმართული დაზიანების ფაქტების მასშტაბი მიუთითებს არა მარტო მათ საქმიანობაში ხელის შეშლის მიზანზე, არამედ, საპოლიციო ძალების ინტერესზე, არ გაშუქდეს აქციის ძალადობრივი დარბევა“, - აცხადებს საია. ორგანიზაციის განცხადებით, სამართალდამცავები ვალდებულნი არიან, აქციის მიმდინარეობისას მედიის წარმომადგენლებს ხელი არ შეუშალონ მუშაობის პროცესში, არამედ, პირიქით, ხელი შეუწყონ მიმდინარე მოვლენების გაშუქებაში. იურისტთა ასოციაცია კიდევ ერთხელ მოუწოდებს სამართალდამცავებს: „იმოქმედონ საქართველოს კონსტიტუციის, საერთაშორისო და ადგილობრივი კანონმდებლობის შესაბამისად. ჟურნალისტებს მისცენ პროფესიული საქმიანობის განხორციელების შესაძლებლობა. არ შეასრულონ უკანონო დავალებები“. დაშავებულთა შორის არიან: მარიამ ნიკურაძე, OC Media-ს რეპორტიორი და ფოტოჟურნალისტი - მას სასწრაფო სამედიცინო დახმარების ეკიპაჟის დახმარება დასჭირდა; მისი თქმით, მას წყლის ჭავლი პირდაპირ მოხვდა, მიწაზე დავარდა და კამერა დაუზიანდა. ტვ პირველის ცნობით, დაშავდა ტელეკომპანიის ჟურნალისტი ანა მდივანი; ტელეკომპანიის ცნობით, მას სახეში შეასხეს წიწაკის სპრეი, რის შემდეგაც სპაზმური შეტევა ჰქონდა. „ფორმულის“ ცნობით, ტვ პირველის ოპერატორს სპეცრაზმის წარმომადგენელი ფიზიკურად გაუსწორდა. კიდევ ერთი ოპერატორი, ტვ პირველის თანამშრომელი გიორგი შეწირული დაშავდა ჭიჭინაძის ქუჩაზე წყლის ჭავლის გაშ...