25 ნოემბერს, გამთენიისას, ვილნიუსის აეროპორტში დაშვებისას კატასტროფა განიცადა გერმანული ლოგისტიკური კომპანია DHL-ის სატვირთო თვითმფრინავმა, Boeing-მა. სააგენტო Delfi-ს ინფორმაციით, თვითმფრინავი ორსართულიან სახლს დაეცა. ბორტზე ორი პილოტი და კომპანიის ორი თანამშრომელი იმყოფებოდნენ. სააგენტოს ცნობით, ჯერჯერობით დადასტურებულია ერთი მფრინავის სიკვდილი. DHL-ის თვითმფრინავის კატასტროფის ფაქტი სააგენტო Reuters-ს დაუდასტურეს ვილნიუსის აეროპორტის და ლიეტუვის პოლიციის წარმომადგენლებმა. სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია. თვითმფრინავი ლაიფციგი-ვილნიუსის რეისს ასრულებდა. ასევე ნახეთ WSJ: რუსეთი ეჭვმიტანილია თვითმფრინავებში ხანძრების გაჩენის მცდელობაში ...