ოპოზიციური გაერთიანების, „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთ ლიდერს, გრიგოლ გეგელიას, თავისუფლების მოედანზე წყლის ჭავლის მანქანიდან წყალი შეასხეს. პარლამენტის წინ აქციის პარალელურად, თავისუფლების მოედანზე წყლის ჭავლის რამდენიმე მანქანაა მობილიზებული.три პარლამენტის ყველა შესასვლელთან პოლიციაა მობილიზებული. პარლამენტის წინ, რუსთაველის გამზირზე, აქციის მონაწილეებმა, - რომლებიც ხელახალ საპარლამენტო არჩევნებს მოითხოვენ და აპროტესტებენ 25 ნოემბერს მეთერთმეტე მოწვევის პარლამენტის შეკრებას, - კარვები გაშალეს. დემონსტრანტებმა პარლამენტთან ღამე გაათიეს. საპროტესტო აქცია რუსთაველზე იმართება მე-11 მოწვევის პარლამენტის პირველი პლენარული სხდომის გასაპროტესტებლად, რომელიც 25 ნოემბერს, დღის 12 საათზეა დაგეგმილი. ასევე ნახეთ პარლამენტის შესასვლელებთან პოლიციაა მობილიზებული - რუსთაველზე კარვები გაშალეს ...