თბილისში ერთმანეთის პარალელურად ორი საპროტესტო მსვლელობა გაიმართა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პირველი კორპუსის მიმართულებით - ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტიდან წამოსული მასწავლებლები და აკადემიური სფერო წარმომადგენლები და რუსთაველის მეტროდან კულტურის სფეროში მომუშავე ადამიანები არჩევნების მიტაცებას, ცენზურის დამწესებელ ჰომოფობიურ კანონს, პროტესტის მონაწილეების დემონსტრაციულად დასჯის მცდელობებს აპროტესტებენ. ილიას უნივერსიტეტიდან მსვლელობის დაწყებამდე ლექტორებმა და მასწავლებლებმა ერთობლივი მანიფესტი წაიკითხეს. „26 ოქტომბრის არალეგიტიმურად ჩატარებული არჩევნების შედეგად, საქართველოში სულ უფრო მეტად იკიდებს ფეხს მძლავრი და მჩაგვრელი ავტორიტარული რეჟიმი. რეჟიმის გაცხადებული მიზანია იერიში მიიტანოს აკადემიურ თავისუფლებაზე და აბსოლუტური კონტროლი დაამყაროს ქვეყნის საგანმანათლებლო სივრცეებზე. ის საკანონმდებლო ცვლილებები, რაც საქართველოს ამჟამინდელმა ხელისუფლებამ ბოლო დროს განახორციელა (უცხოური გავლენის გამჭვირვალობისა თუ ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანის დაცვის შესახებ კანონები, მათი ასახვა სხვადასხვა მარეგულირებელ დოკუმენტებში, მათ შორის, უმაღლესი განათლების შესახებ კანონში), „სუვერენიტეტისა” და „ტრადიციების” დაცვის სახელით, ძირს უთხრის ქვეყნის დემოკრატიულ ინსტიტუტებს. ეს კანონები ზუსტად იმეორებს რუსეთისა და უნგრეთის მაგალითებს, სადაც მსგავსმა საკანონმდებლო ცვლილებებმა დამანგრეველი შედეგი უკვე გამოიღო. ამ ქვეყნების საგანმანათლებლო სივრცეებიდან განიდევნა კრიტიკულად მოაზროვნე სტუდენტები და ლექტორ-მასწავლებლები, ბოლო მოუღო უნივერსიტეტების ავტონომიას და გაურკვეველი ვადით შეაჩერა ამ ქვეყნების დემოკრატიული განვითარება" - ნათქვამი იყო მანიფესტის ტექსტში. მასწავლებლებმა და ლექტორებმა მოითხოვეს ასევე აქციებზე დაკავებული მოქალაქეების გათავისუფლება. три "არ დავუშვებთ ომარ ოკრიბელაშვილის, საბა მეფარიშვილის, მათე დევიძის, ისაკო დევიძის და დავით წოწორიას თავისუფლებას აღკვეთას, რადგან მიგვაჩნია, რომ ეს ჩვენი ქვეყნის თავისუფლების აღკვეთასთან შეგუებას ნიშნავს" - თქვეს ილიას უნივერსიტეტთან მსვლელობის დაწყებამდე. ასევე ნახეთ "ოლიგარქო წადი, ჩვენ ვრჩებით" - ქალთა მარში ბიძინა ივანიშვილის ბიზნესცენტრთან დასრულდა „26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების გაყალბებით, მმართველმა პარტიამ, უგულებელყო უმრავლესობის ნება და საქართველოს მოქალაქეებს ყველაზე მთავარი – არჩევანის თავისუფლება წაართვა. საქართველოს სახელოვნებო სცენა პროტესტს უცხადებს რეჟიმს, რომელიც ებრძვის ადამიანის ისეთ ფუნდამენტურ უფლებებს, როგორიც სიტყვის, გამოხატვისა და არჩევანის თავისუფლებაა. ქართული კულტურა საფრთხეშია და მასთან ერთად საფრთხეშია თავად ქართული იდენტობ...