„ორი არხი აქ არ ესწრება. აბსოლუტურად ყველა იყო დაპატიჟებული როგორც რეგიონებიდან, ისე თბილისიდან. მე ყურადღებას გავამახვილებ იმაზე, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი, რომელიც მესამეჯერ მოვიწვიეთ სხვადასხვა ფორმატში [არ მოვიდა]. ერთხელ გვიპასუხეს, რომ არ შეიძლებოდა მათი მონაწილეობა, თუ ეს არ იქნებოდა ყველასთვის, მეორედ - ცალკე ინტერვიუზე, მესამეჯერ დღეს. სამივეჯერ მივიღეთ უარი. მე მგონი ეს არის მათი ქარტიის დარღვევა“, - თქვა პრეზიდენტმა, მოგვიანებით კი აღნიშნა, რომ „საზოგადოებრივი მაუწყებელი დღეს არ არის დამოუკიდებელი“. „მაუწყებლობის შესახებ“ კანონით, საზოგადოებრივი მაუწყებელი ვალდებულია, შეინარჩუნოს სარედაქციო დამოუკიდებლობა, სამართლიანად და მიუკერძოებლად გააშუქოს ამბები. ამავდროულად, შიდა სარედაქციო კოდექსი არხს ავალდებულებს, რომ ტელეპროგრამების შემქმნელებმა არ უგულებელყონ ის მნიშვნელოვანი ინფორმაცია, რომელსაც პირადად არ ეთანხმებიან. მოგვიანებით, რადიო თავისუფლებამ გაარკვია, რომ ბრიფინგზე არ მივიდნენ „იმედისა“ და „PosTV“-ის ჟურნალისტები და სწორედ ისინი იგულისხმებოდნენ იმ „ორ არხში“, ვისზე პრეზიდენტმა ისაუბრა. три რადიო თავისუფლება ცდილობს სამივე არხის წარმომადგენელთან დაკავშირება, მათგან პასუხების მიღების შემთხვევაში მასალა განახლდება. ...